Sunday, October 4, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

ძალიან მომეწონა  დღევანდელი დღე   არაჩვეულებრივი პრეზენტაციები მოვისმინე . ვერ გამოვყოფ ცალკე ვერც ერთს .
       მინდა ვთქვა , რომ ეს ტრენინგი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც  მოველოდი. მადლობა ინტელს  და ქალბატონ  ნინო მარღიშვილს ასეთი საინტერესოდ მოწოდებული მასალისთვის . ვფიქრობ , დიდი მნიშვნელობა აქვს  ტრენერის პროფესიონალიზმს  იმისათვის , რომ ასე საინტერესოდ და სასიამოვნოდ გავიდეს  ცხრადღიანი საკმაოდ დატვირთული მოდული.


              კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის !
                                 მე მიყვარს ინტელი!   :)  <3 

Saturday, October 3, 2015

ტრენინგის მერვე დღე

  • დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი  სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის .  
  • გადავხედე პროექტის პოტრფოლიოს  საბოლოო ფორმის  მისაცემად .
  •  კარგად ვიცინე    :) ისევ გვყავდა ,, სტუმარი ".... დალისთან ვინ მოიწყენს... :)
  •  ვისწავლე ის , რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ტექსტზე ბმულის მიბმა  და აუცილებლად   გავაკეთებ კარგ რაღაცებს .
  •  ვისწავლეთ გუგლ- დრაივში საქაღალდის ატვირთვა .                                                                     ერთი სიტყვით, ძალიან მაგარი ტრენინგი გამოგვივიდა ! მადლობა  ქალბატონ  ნინოს  <3 

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე


  • დავგეგმეთ და  გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები პროექტის  პრეზენტაციებისთვის 
  • შეფასების რუბრიკებში განვსაზღვრე კრიტერიუმები და თითოეულ რუბრიკას მივანიჭე პრიორიტეტების მიხედვით  ხვედრითი წილი. 
  • განვსაზღვრეთ პროექტის გეგმაში დიფერენციული სწავლების ინდივიდუალური საჭიროებები 
  • ვისწავლეთ გეგმის იმ ნაწილის შევსება , სადაც მთელი პროექტის განმავლობაში საჭირო რესურსები იწერება და შესაბამისად მოვარგეთ ჩვენს პროექტს .

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე


  • გავაგრძელეთ პროექტის გეგმის წერა.  ჩავწერეთ პროექტის განმავლობაში  თითოეული  აქტივობა 
  • ვისწავლეთ საპრეზენტაციო ნაშრომის ანიმაციებით გაფორმება 
  • დასრულებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გუგლ დრაივში ატვირთვა 
  • პრეზენტაციისათვის  embed კოდის მინიჭება :
  • პრეზენტაციის  ბლოგზე  განთავსება 
ყველაზე მეტად მომეწონა გუგლ დრაივში  საზიარო ფაილის გაზიარება რედაქტირების რეჟიმში 

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, September 20, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

ვისწავლე :

          მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  დაგეგმვა 
  • პროექტებზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა.
  • როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
  • როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
  • ასევე ვისწავლე powerpoint-ის  დამატებითი ფუნქციების გამოყენება . 
  • ბლოგზე  ვიდეოს ჩასმის ორი ხერხი
  ძალიან ნაყოფიერი დღე იყო  ბევრი სიახლე  და კარგი ინფორმაცია მიმაქვს :)

ბრბო და სამართალი

Saturday, September 19, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე



ვისწავლე პროექტის  შეფასების ხუთი მიზანი  ინტელის სახელმძღვანელოდან
 შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის, ასევე ვისწავლე პროექტის დაგეგმვის   ინსრტუმენტები და მეთოდები .  ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე გაჯეტების  დამატების ინსტრუქცია . გამოკითხვის  , დამთვალიერებელთა სტატისტიკის  და სურათების ჩასმის ტექნიკა  . დატვირთული, დამღლელი და და ძალიან საინტერესო  დღე ოყო  :) მადლობა ტრენერს  <3 აღფრთოვანებული ვარ !  :)

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ვთვლი, რომ ის რაც დღეს შევისწავლე  ძალიან საჭირო უნარებია ყველა მასწავლებლისთვის . გავიგე  აუცილებელი და საჭირო ინფორმაცია  ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალის შესახებ . მადლობა ტრენერს  <3


Sunday, September 6, 2015

ტრენინგის მე-2 დღე


მიუხედავად იმისა , რომ ძალიან ცხელა :) მიუხედავად იმისა , რომ ძალიან  დიდია მასალა  და შრომატევადი , მაინც გავიგე, რაც ვისწავლე . 

  • ვისწავლეთ მშობლებისთვის საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა , ინტელის შაბლონების დახმარებით. ვფიქრობ , პროექტებით სწავლებისას  მშობლის დაინტერესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , რაშიც მსგავსი ბუკლეტები ძალიან დამეხმარება 
  •  გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტისთვის შერჩეული თემები და ჩამოვყალიბდი, რომ გეგმის შაბლონად გამოვიყენებ ინტელის გვერძე რესურსებში მოთავსებულ ,,რომეო და ჯულიეტას" შაბლონს .
  • ვისწავლეთ ფაილების დაარქივება , არქივის მოხსნა  და გადაგზავნა მეილზე .

Saturday, September 5, 2015

ტრენინგის პირველი დღე

 
  სულ მინდოდა ინტელის ტრენინგის გავლა , იმიტომ, რომ ჩემი  მეგობრები, ისინი, ვინც  ეს კურსი გაიარეს  , მარტივად აკეთებდნენ იმას , რასაც მე ცოტა რთულად ვიგებდი. პირველივე დღეს დავრწმუნდი , რომ ძალიან გამიმართლა . დარწმუნებული ვარ , იმას რასაც აქამდე წვალებით ვაკეთებდი, ძალიან მარტივად შევძლებ . :)  კმაყოფილი ვარ ტრენერის , ის ქმნის საუკეთესო პოზიტიურ გარემოს და ხსნის ძალიან მარტივად .
     პირველი დღის აქტივობები:

  • გავეცანით მოდულებს , ტრენინგის ხანგრძლივობას და განრიგს 
  • კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება 21-ე საუკუნის უნარებზე 
  • დავისახეთ მიზნად  შევქმნათ ტექნოლოგიებით  გამდიდრებული სასწავლო პროექტი.
  • გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმას 
  • დავათვალიერეთ ინტელის სახელმძღვანელოში დადებული საუკეთესო პროექტები