- დავგეგმეთ და გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები პროექტის პრეზენტაციებისთვის
- შეფასების რუბრიკებში განვსაზღვრე კრიტერიუმები და თითოეულ რუბრიკას მივანიჭე პრიორიტეტების მიხედვით ხვედრითი წილი.
- განვსაზღვრეთ პროექტის გეგმაში დიფერენციული სწავლების ინდივიდუალური საჭიროებები
- ვისწავლეთ გეგმის იმ ნაწილის შევსება , სადაც მთელი პროექტის განმავლობაში საჭირო რესურსები იწერება და შესაბამისად მოვარგეთ ჩვენს პროექტს .
Sunday, September 27, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
Saturday, September 26, 2015
ტრენინგის მეექვსე დღე
- გავაგრძელეთ პროექტის გეგმის წერა. ჩავწერეთ პროექტის განმავლობაში თითოეული აქტივობა
- ვისწავლეთ საპრეზენტაციო ნაშრომის ანიმაციებით გაფორმება
- დასრულებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გუგლ დრაივში ატვირთვა
- პრეზენტაციისათვის embed კოდის მინიჭება :
- პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება
ყველაზე მეტად მომეწონა გუგლ დრაივში საზიარო ფაილის გაზიარება რედაქტირების რეჟიმში
Sunday, September 20, 2015
ტრენინგის მეხუთე დღე
ვისწავლე :
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა
- პროექტებზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა.
- როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
- როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
- ასევე ვისწავლე powerpoint-ის დამატებითი ფუნქციების გამოყენება .
- ბლოგზე ვიდეოს ჩასმის ორი ხერხი
ძალიან ნაყოფიერი დღე იყო ბევრი სიახლე და კარგი ინფორმაცია მიმაქვს :)
Saturday, September 19, 2015
ტრენინგის მეოთხე დღე
ვისწავლე პროექტის შეფასების ხუთი მიზანი ინტელის სახელმძღვანელოდან
შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის, ასევე ვისწავლე პროექტის დაგეგმვის ინსრტუმენტები და მეთოდები . ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე გაჯეტების დამატების ინსტრუქცია . გამოკითხვის , დამთვალიერებელთა სტატისტიკის და სურათების ჩასმის ტექნიკა . დატვირთული, დამღლელი და და ძალიან საინტერესო დღე ოყო :) მადლობა ტრენერს <3 აღფრთოვანებული ვარ ! :)
Saturday, September 12, 2015
Sunday, September 6, 2015
ტრენინგის მე-2 დღე
მიუხედავად იმისა , რომ ძალიან ცხელა :) მიუხედავად იმისა , რომ ძალიან დიდია მასალა და შრომატევადი , მაინც გავიგე, რაც ვისწავლე .
- ვისწავლეთ მშობლებისთვის საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა , ინტელის შაბლონების დახმარებით. ვფიქრობ , პროექტებით სწავლებისას მშობლის დაინტერესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , რაშიც მსგავსი ბუკლეტები ძალიან დამეხმარება
- გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტისთვის შერჩეული თემები და ჩამოვყალიბდი, რომ გეგმის შაბლონად გამოვიყენებ ინტელის გვერძე რესურსებში მოთავსებულ ,,რომეო და ჯულიეტას" შაბლონს .
- ვისწავლეთ ფაილების დაარქივება , არქივის მოხსნა და გადაგზავნა მეილზე .
Saturday, September 5, 2015
ტრენინგის პირველი დღე
სულ მინდოდა ინტელის ტრენინგის გავლა , იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები, ისინი, ვინც ეს კურსი გაიარეს , მარტივად აკეთებდნენ იმას , რასაც მე ცოტა რთულად ვიგებდი. პირველივე დღეს დავრწმუნდი , რომ ძალიან გამიმართლა . დარწმუნებული ვარ , იმას რასაც აქამდე წვალებით ვაკეთებდი, ძალიან მარტივად შევძლებ . :) კმაყოფილი ვარ ტრენერის , ის ქმნის საუკეთესო პოზიტიურ გარემოს და ხსნის ძალიან მარტივად .
პირველი დღის აქტივობები:
- გავეცანით მოდულებს , ტრენინგის ხანგრძლივობას და განრიგს
- კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება 21-ე საუკუნის უნარებზე
- დავისახეთ მიზნად შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი.
- გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმას
- დავათვალიერეთ ინტელის სახელმძღვანელოში დადებული საუკეთესო პროექტები
Subscribe to:
Posts (Atom)